Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სოკარ ჯორჯია გაზის" და "საქორგგაზის" აბონენტებს ახალი სამომხმარებლო ტარიფები დაუდგინდათ

596df3eadf124
BM.GE
18.07.17 15:40
1197
"სოკარ ჯორჯია გაზის“ და "საქორგგაზის“ აბონენტებს ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები დაუდგინდათ. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტლებით, სოკარ ჯორჯია გაზის მომხმარებლები 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზში დღგ-ს ჩათვლით 56,94 თეთრს გადაიხდიან. საქორგგაზის აბონენტები კი 57,011 თეთრს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი გზის განაწილების ათეულობით ლიცენზიანტი კომპანია ფუნქციონირებდა, რომლებიც „სოკარ ჯორჯია გაზმა“ და „საქორგგაზმა“ შეიერთა.

აქამდე მოქმედი ტაროფები სოკარ ჯორჯია გაზის ლიცენზიანტებისთვის 30 თეთრითად, 48.801 თეთრამდე მერყეობდა.

საქორგგაზის შემთხვევაში კი 31.700 თეთრიდან, 50.040 თეთრამდე.