Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რადიო "ფორტუნას" შენობის ნაწილი გაიყიდა

59d4e71cd38fb
BM.GE
04.10.17 17:48
999
გაგარინზე, რადიო "ფორტუნას" შენობის ნაწილი 2 მილიონ 520 ათას ლარად გაიყიდა. აუქციონი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საწყისი ფასი მილიონ 105 ათასი იყო, შედეგად შენობის ნაწილი 129%-იანი ფასნამატით გაიყიდა.

კვადრატული მეტრის ღირებულება 2 471 ლარი გამოდის. 

კონკრეტულად აუქციონზე გამოტანილი იყო გაგარინის ქუჩაზე N24-ში, ანტრესოლის სართულზე მდებარე 1024.64 კვ.მ ფართზე და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

ლოტით დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, სულ დაფიქსირდა 475 ბიჯი. აუქციონი 20 სექტემბერს გამოცხადდა და დღეს დასრულდა.

შენობის ნაწილი გასაყიდად "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ჰქონდა გამოტანილი.