Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტში საქსტატისგან დეტალურ განმარტებას ითხოვენ

59d4dd8fe2771
თელარა გელანტია
04.10.17 17:08
732
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია 2017 წლის უმუშევრობის კვარტალური დონის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული კალენდრის შეცვლის გამო საქსტატისგან დეტალურ განმარტებას ითხოვს.  როგორც „საქმის კურსს“ კაკულიამ განუცხადა, საქსტატის განმარტებები საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს.

"მსურს, საქსტატის ხელმძღვანელობას ვთხოვო, მოვიდნენ კომიტეტში და მივმართო, რომ როდესაც ისინი განმარტებას აკეთებენ, განმარტების ტექსტი არ უნდა იყოს ისეთი რომ მხოლოდ მათ, მათმა თანამშრომლებმა და ამ საქმეში ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა გაიგონ; არამედ სრულიად საზოგადოებისთვის უნდა იყოს გასაგები, თუ რა არის ამ ცვლილებების ძირითადი მოტივაცია", - აღნიშნა კაკულიამ და დასძინა, რომ კომიტეტზე საქსტატის ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში დაიბარებენ.

ცნობისთვის: საქსტატი 2017 წლის უმუშევრობის კვარტალურ მაჩვენებლებს არ გამოაქვეყნებს და უმუშევრობის წლიური დონე 2018 წლის მაისის ბოლომდე გამოქვეყნდება. მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან უმუშევრობის კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნება აღდგება.

საქსტატი 2017 წლის უმუშევრობის კვარტალურ მაჩვენებლებს არ გამოაქვეყნებს