Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფო ბუნებრივი გაზის ტარიფს აღარ დაასუბსიდირებს

596e163ad49ec
BM.GE
18.07.17 18:06
710
სახელმწიფო ბუნებრივი გაზის ტარიფს აღარ დაასუბსიდირებს. ამის შესახებ "საქმის კურსს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით 5-თეთრიანი სუბსიდია, მას შემდეგ მოიხსნება, რაც "სემეკის“ მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ძალაში შევა, ანუ 20 ივლისიდან.

„სუბსიდია აღარ იქნება. ეს 5-თეთრიანი თემა გადავიტანეთ მიწოდების ფასის შემცირებაში. 120 დოლარის ნაცვლად 105 დოლარში ჩაჯდა ტარიფში, შესაბამისად, მემორანდუმის გაგრძელების თემა აღარ იქნება. არც რეგულირების ბრძანება და არც მემორანდუმები აღარ იმოქმედებს - გაწყდება როგორც კი ახალი ხელშეკრულება შევა ძალაში. ეს არის, ის ეფექტური ტარიფი, რასაც ყველა უნიფიცირებულად გადაიხდის შესაბამის საილცენზიო არეალში. თბილისისთვის იქნება ის ფიქსირებულ- ეფექტური ტარიფი, რეგიონებისთვის იქნება ის, რაც დაადგინა სემეკმა“,- განაცხადა ვალიშვილმა.

საქართველოს რეგიონებში "სოკარ ჯორჯია გაზის და ,,საქორგაზის" სემეკის მიერ რეგულირებად აბონენტებს ბუნებრივი აირის ტარიფი გაეზარდათ, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სემეკის გადაწყვეტილებით, "სოკარ ჯორჯია გაზის" ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 56.940 თეთრი იქნება (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ,,საქორგაზისთვის" 1 კუბურ მეტრზე - 57.011 თეთრი.

ახალი ტარიფები ეხება იმ აბონენტებს, რომლებიც გაზგამანაწილებელ ქსელს 2007 წლამდე მიუერთდნენ. შესაბამისად, ეს ეხება ,,სოკარ ჯორჯია გაზისა" და ,,საქორგაზის" აბონენტების 47%-ს.

შეგახსენებთ, რომ საქარველოს მთავრობას და და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს შორის, არსებობდა მემორანდუმი, რომლის მიხედვით, სამომხმარებლო ტარიფში 5 ტეთრს სახელმწიფო ასუბსიდირება.