Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე"

59eb1be8cfed5
BM.GE
21.10.17 14:02
845
მე არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე, რომ დრო არ დაგვეკარგა,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი გაამართლებს. ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი, იყო უამრავი გამოწვევა. სამწუხაროდ, ჩემი მმართველობის დროს მოხდა სტიქია, რომელმაც წაგვართვა ადამიანები და დიდი რესურსი. მიუხედავად წინაამღდეგობისა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი ბაღები ავაშენეთ, შემოვიდა ახალი ვტობუსები, მოხდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. მომავალ მერს წარმატებებს და ჩემს გვერდში დგომას ვუსურვებ. მე არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე, რომ დრო არ დაგვეკარგა. დაპირებების აბსოლუტურად უმეტესობა შესრულებულია",-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად მცირე დროისა დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.

"მე შემიძლია, მხოლოდ ორი, სამი რამ გამოვყო, რომელიც რესურსების სიმწირიდან გამომდინარე ვერ მოვასწარი, თუმცა ინიცირებული მაინც არის. მათ შორის, არის ახალგაზრდული ცენტრის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს დავპირდი და მისი მშენებლობა ვერ მოვახერხე. თუმცა პროექტი მზად არის, ტერიტორია გამოყოფილია და ეს პროექტი მაინც გაკეთდება", - განაცხადა ნარმანიამ.