Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯარს ხორცით უკრაინული კომპანია მოამარაგებს - "სხვა ქვეყნის ეკომომიკებს ვაძლიერებთ ჩვენი ფულით"

596c5cfea7698
სალომე მეცხვარიშვილი
17.07.17 19:40
984
სხვა ქვეყნის ეკომომიკებს ვაძლიერებთ ჩვენი ფულით,- ამის შესახებ "საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციაში" აცხადებენ. ფედერაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, აქამდე რომ ამოქმედებულიყო ტენდერში ადგილობრივი კომპანიების წახალისების ნორმა, ქართული ჯარისთვის ხორცის მიწოდების ტენდერში ადგილობრივი ხორცი აუცილებლად გაუწევდა კონკურენციას უკრაინულს.

მისი ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია ნორმა, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოყენებისას 10%-იან შეღავათს ითვალისწინებს, თუმცა, მთავრობას ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.

"სანამ სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიების წახალისების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით, სამწუხაროდ, მანამდე კიდევ ერთ ტენდერში იმპორტირებულმა პროდუქციამ გაიმარჯვა. ვფიქრობთ, ეს დადგენილება აქმდე მიღებული რომ ყოფილიყო, ადგილობრივი ხორცის მიწოდება აუცილებლად გაუწევდა კონკურენციას უკრაინულ ხორცს. ახლა კი ჯარის ტენდერი ხორცზე იმპორტირებულმა(უკრაინულმა ხორცმა მოიგო)- ტენდერის ღირებულება მილიონ 640 ათასი ლარია.

სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით გადაცემა "საქმის კურსში" 13 ივლისს. ანუ სხვა ქვეყნის ეკომომიკებს ვაძლიერებთ ჩვენი ფულით. სასწრაფოდაა მისაღები მთავრობის ეს დადგენილება, რომლის პროექტიც მზადაა",- აცხადებენ "მწარმოებელთა ფედერაციაში".

მათივე ინფორმაციით, შარშან, 2016 წელს, სახელმწიფო ტენდერში 4 მილიარდი ლარი დაიხარჯა და ტენდერების უმეტესობა უცხოურმა კომპანიებმა მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ქართულილ ჯარისთვის საქონლის ხორცის მიწოდების ტენდერში კომპანია "უხვმა" გაიმარჯვა, რომელიც შემსყიდველს უკრაინულ ხორცს მიაწვდის. შედეგად, ქართულ ჯარში ქართული წარმოების საქონლის ხორცს უკრაინული ჩაანაცვლებს.