Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მამუკა ბახტაძე: საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ ევრობონდებს საუკეთესო პერიოდი უდგას

59256735d4c30
ნინო კვინტრაძე
24.05.17 15:00
1355
"საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ ევრობონდებს საუკეთესო პერიოდი უდგას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს რკინიგზის დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, რეგიონში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიების ობლიგაციებთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის ბონდების ფინანსური ინდექსი საუკეთესო მაჩვენებელზეა.

ამასთან, ბახტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა დამატებით სასესხო ვალდებულების გაზრდას არ გეგმავს.

"ამ ეტაპზე, ჩვენ დამატებით სესხის ზრდას არ ვგეგმვთ, მაგრამ როდესაც დადგება სესხების დაფარვის პერიოდი, ესაა 2022 წელი, საქართველოს რკინიგზა დიდი ალბათობით 1 ან 2 წლით ადრე მოახდენს მათ რეფინანსირებას და ახალი ბონდების გამოშვებას“, - ამბობს ბახტაძე.