Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 9,6%-ით გაიზარდა

58cf962a01f1d
BM.GE
20.03.17 12:41
988
2017 წლის თებერვალში 2017 წლის იანვართან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 9,6 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 0,7 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,8 პროცენტი) და რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (5,3 პროცენტი).
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით, რამაც 0,35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,5 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,02 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (39,6 პროცენტი), ხოლო ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე შემცირდა 30,6 პროცენტით;

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 12,8 პროცენტით და შესაბამისად, 1,76 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;

• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 21,0 პროცენტით, რაც 0,83 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე