Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რუსთავი ჯგუფს" 53,500 დოლარის ჯარიმა დაეკისრა

59a7b8a74b4e6
BM.GE
31.08.17 10:48
688
"რუსთავი ჯგუფს" 53,500 აშშ დოლარის ჯარიმა დაეკისრა. მიზეზი საქართველოს მთავრობას, შპს "რუსთავი ჯგუფსა" და შპს "რუსმეტალს" შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების დარღვევაა.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს "ლუხუნი 2" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ღია აუქციონის ("ინტერესთა გამოხატვის") გამოსაცხადებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს "რუსთავი ჯგუფისთვის" ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ შეტყობინების გაგზავნა. ასევე, უნდა მომზადდეს აუდიტორიული დასკვნა "ლუხუნი 2" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით.
აუდიტორული დასკვნის საფუძველზე უნდა დადგინდეს, ერთი მხრივ, "ლუხუნი 2" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საბაზრო ღირებულება, ხოლო, მეორე მხრივ, პროექტის ღირებულება.

ლუხუნი 2 ჰესის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 26,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მდინარე ლუხუნი, რომელზეც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, მდინარე რიონის ერთ-ერთი შენაკადია.

მიმდინარე წლს თებერვალში დაანონსდა, რომ „რუსთავის ჯგუფს“ საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად „თიბისი“ ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 14.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფდნენ.