Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში ახალი საწარმო შეიქმნება

59e5b4881e3a7
BM.GE
17.10.17 11:42
758
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს „ნეოსტარი“ შეემატა, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას გეგმავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 960 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიაწოდოს.
შპს „ნეოსტარი“, რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება, წლიურად 500 ათასი კვ/მ პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.