Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველი პოლიტიკოსების ქონება საზღვარგარეთ

no photo
სალომე მეცხვარიშვილი
12.07.17 18:33
1039
ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქონებას არ ფლობს. თუმცა, საჯარო მოხელეებში მოიძებნებიან ისეთები, რომელთა საკუთრებაშია უძრავი ქონება ამერიკაში, ესპანეთში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, საფრაგნეთსა და სხვა ქვეყნებში.

ქონებას საღვარგარეთ არ ფლობენ არც ქვეყნის პრემიერმინისტრი და არც საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პარლამენტის წევრებიდან ქონებას უცხოეთში ფლობენ:

ლევან კობიაშვილი - „ქართული ოცნება“ - 2 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გერმანიაში - გერმანია, დუსელდორფი - 425 კვ.მ - საცხოვრებელი სახლი; გერმანია, ბერლინი 550კვ.მ - საცხოვრებელი სახლი; გერმანია, დუსელდორფი - 790 კვ.მ - მიწის ნაკვეთი.

სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი მაჟორიტარი - საცხოვრებელი სახლი პარიზში - 60კვ.მ - 150000 EUR

ნატა ჩხეიძე "პატრიოტთა ალიანსი" - მისი მეუღლის ზაზა ოქრუაშვილის მფლობელობაშია ბინა ინგლისი, ლონდონი - 170კვ.მ

სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობა“ - საცხოვრებელი სახლი ირლანდია, ლიმერიკი, ფართობი - 70.00 კვ.მ.

კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობა“ – ესპანეთი, კანარის კუნძულები - 300 კვ.მ - 50 000USD; ბინა რუსეთი, მოსკოვი - 55 კვ.მ. – 56000 USD;

რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირებს:

დავით საგანელიძე - "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი - ბინა - თურქეთი, კარჩიჯაკი 65 კვ.მ - 82000 EUR

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი - ბინა - უკრაინა, კიევი - 220 კვ.მ - 150 000 USD; ბინა - უკრაინა, კიევი - 250 კვ.მ. – 700000 USD; მიწის ნაკვეთი, უკრაინა, კიევი - 3000 კვ.მ - 800000 USD;

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - საცხოვრებელი სახლი - აშშ, ვაშინგტონის ოლქი - 190,54 კვ.მ- 705 000 USD; მიწის ნაკვეთი - აშშ, ვაშინგტონის ოლქი - 763 კვ.მ.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - მისი მეუღლის არმინ ჰუთენლოხერის მფლობელობაშია რამდენიმე უძრავი ქონება გერმანიასა და ხორვატიაში: საცხოვრებელი სახლი გერმანია, დაიციზაუ - 280 კვ.მ - 220 000UR, მიწის ნაკვეთი გერმანია, დაიციზაუ 800 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი გერმანია, ბერლინი - 200 კვ.მ - 400 000 EUR; მიწის ნაკვეთი - გერმანია, ბერლინი 86 კვ.მ - 200000 EUR; საცხოვრებელი სახლი ხორვატია, ვენიშე, 180 კვ.მ - 200 000 EUR; მიწის ნაკვეთი ხორვატია, ვენიშე - 500 კვ.მ - 100 000 EUR; მიწის ნაკვეთი - გერმანია, დაიციზაუ 4000 კვ.მ.

გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრი - 2016 წელს ფლობდა ბინას რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვის ოლქში - ფართობი - 76.00 კვ.მ