წლის დასაწყისიდან "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა, ხოლო 37 ათასმა სატვირთო ავტომანქანამ გადაკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მოემსახურა მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს.
უწყებისვე ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი და 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება.