Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

59ad2ce7c38c6
BM.GE
04.09.17 14:31
633
პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვაჟა ფშაველას გამზირიდან ავტოტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოძრავ ნაკადს შეუერთდება, შეუხვევს ჯერ გამრეკელის, ხოლო შემდეგ ცინცაძის ქუჩაზე, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით მარჯვნივ - 26 მაისის მოედნისკენ განაგრძობს გადაადგილებას.

ასევე, 5 სექტემბრის 23:00 საათიდან 6 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ცინცაძე-პეკინი-ჭაბუკიანის ქუჩების გზაჯვარედინზე. აქედან გამომდინარე, პეკინის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, ტრანსპორტი შეუხვევს ბახტრიონის ქუჩაზე, საიდანაც ამირეჯიბის გზატკეცილით გმირთა მოედანს დაუკავშირდება.