2018 წლიდან ფინანსთა სამინისტრო ე.წ. "ბენჩმარკ ბონდების" გამოშვებას გეგმვს, - ამის შესახებ "საქმის კურსს" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განუცხადა.
"ბენჩმარკ ბონდები" ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი და ლიკვიდურია ინვეტსორებისთვის. ივლისის ბოლოს სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი, ტექნიკური მისია ეწვევა და ჩვენ რეალურად ფინალურ შტრიხებს გავავლებთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაგუამ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, განისაზღვრო "ბანჩმარკ ბონდების" მოცულობა.