Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BDO: ხშირი და სწრაფი ცვლილებები ბიზნესს ყველაზე მეტად უშლის ხელს განვითარებაში

58cfef200456d
BM.GE
21.03.17 10:07
1517
აუდიტორიული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც წესი, ის არის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ბიზნესს არ ეძლევა საკმარისი დრო მასთან ადაპტაციისთვის.

"საგადასახადო კანონმდებლობაში გრძელვადიანად უნდა შეეძლოს ბიზნესს დაგეგმვა. ხშირი და სწრაფი ცვლილებები ბიზნესს ყველაზე მეტად უშლის ხელს განვითარებაში და დაგეგმვაში. როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ ხოლმე იმას, რომ ბიზნესს ჰქონდეს მინიმუმ 6 თვე მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებების შემდეგ, რომ ადაპტაცია მოახდინოს, გაიაროს, განახორციელოს ოპერაციების ანალიზი ამ ახალი კანონმდებლობით. ეს არის ხოლმე, როგორც წესი, ყველაზე დიდი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ინსტრუქციებისა და საგადასახადო ორგანოს მოსაზრებების დროურლად და სწრაფად მიღება ამა თუ იმ ოპერაციის დაბეგვრაზე, რომ შემდეგ ეს ბიზნესმა გაითვალისწინოს",- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.