Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თელავში წვენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

59638d2c7b3bc
BM.GE
10.07.17 20:44
754
თელავში წვენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, - ამის შესახებ "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით მუშაობა ერთ-ერთ ინვესტორთან მიმდინარეობს, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე მერი არ ასახელებს.

მისივე ცნობით, ასევე განიხილება თელავში მსხილი სავაჭრო ბრენდის შესვლაც.

"19 ათასიანი ქალაქია თელავი და ბოლო 3 წელიწადში ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 80 მილიონი ლარი. ძირითადად არის სასტუმრო ბიზნესი, მომსახურების სფერო და ქარხნები, მათ შორის ხილის და სხვა სასოფლო კულტურების გადამუშავების",- აცხადებს თელავის მერი.