Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარტში ვადაგადაცილებული სესხები 31.3 მილიონი ლარით შემცირდა

59030d7249bb3
BM.GE
28.04.17 13:20
694
მარტის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 31.3 მლნ ლარით შემცირდა და 405.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.1 პროცენტი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების 43.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 60.0 პროცენტს გაუტოლდა.