Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Airbnb-ზე ბინას თბილისში 4300 პირი აქირავებს

596caae6b70cf
BM.GE
17.07.17 16:16
743
Airbnb-ს აქტივობა თბილისის ბაზარზე შთამბეჭდავი ტემპით იზრდება. G&T-ის ინფორმაციით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, Airbnb-ზე განაცხადების რაოდენობა 233%- ით გაიზარდა 2015 წელს არსებული 2,100-დან მიმდინარე წელს არსებულ 7,000 განაცხადამდე.

ამ ეტაპზე თბილისში დაახლოებით 4,300 მასპინძელი სთავაზობს სხვადასხვა ტიპის განთავსების მომსახურებას ვიზიტორებს.

ყველაზე მეტად გავრცელებულია ერთ და ორსაძინებლიანი ბინები, რომლებიც მთლიანი განაცხადების დაახლოებით 60%-ს შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1,000 მესაკუთრეს აქვს Airbnb-ზე რამდენიმე განაცხადი, აქედან კი 100 მასპინძელს ოთხზე მეტი განაცხადი. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ბინის ყიდვა Airbnb-დან ქირის მისაღებად, გავრცელებულ ბიზნეს მოდელად იქცა. Airbnb-ს ბინები აქტიურად ავსებენ ეკონომ კლასის სასტუმროების სეგმენტში არსებულ დანაკლისს. იგივე ტენდენცია შეინიშნება კომპანიის გლობალურ საქმიანობაშიც.

მსოფლიოს მასშტაბით, Airbnb-ს ჯავშნების მხოლოდ 10% უკავშირდება საქმიან მოგზაურობებს და შესაბამისად, Airbnb-ს ყველაზე დიდი გავლენა არასაქმიანი მოგზაურობების სეგმენტში აქვს, სადაც სწორედ ეკონომ კლასის სასტუმროები ჭარბობს. G&T-ის შეფასებით, დღესდღეობით თბილისში სასტუმროების აღნიშნულ სეგმენტში მიწოდება დაახლოებით 3,500-4,000 ოთახს უტოლდება.

ზემოთაღნიშნული სეგმენტის კონკურენტად მივიჩნევთ Airbnb-ზე ბინებს ზომით სტუდიოდან სამოთახიანის ჩათვლით, ასეთი ბინების რაოდენობა კი თბილისში 4,700-ს აღწევს.