Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ხედები BBC-ზე აჩვენეს

59a66620757ff
BM.GE
30.08.17 11:11
1483
BBC-ის გადაცემა Newsnight გადაცემის ბოლოს ეთერში საქართველოს ხედები აჩვენა, რომლებიც დრონით არის გადაღებული. წამყვანა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, სადაც დრონებს ყოველგვარი რეგულაციების გარეშე შეუძლიათ ფრენა, თუმცა, მისი თქმით, მალე ეს შეიცვლება. როგორც წამყვანმა აღნიშნა, საქართველოში უახლოეს დღეებში ევროპული რეგულაციები ამოქმედდება დრონებზე, ამიტომ ფოტოგრაფები სარგებლობენ ბოლო დღეებით და ფოტოებს უღებენ ქვეყნის პეიზაჟებს.

უპილოტო საჰაერო ხომალდების (დრონების) 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე (სპეციფიკური კატეგორია).
დრონების ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან.