Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის აეროპორტის ახალმა ტერმინალმა პირველი მგზავრები მიიღო

59663349de5ec
BM.GE
12.07.17 18:01
622
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დაიწყო, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. Tav Georgia-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში არსებული ტერმინალიდან მოფრენის ტერმინალში ორი საბარგო კარუსელი, საბაჟოსა და პოლიციის სამსახურები გადავა. ასევე დასრულდება მოფრენის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაფრენის ტერმინალში კი დამატებითი რეგისტრაციის დახლები და საოფისე ფართები მოეწყობა. ორივე ტერმინალი დასრულებული სახით მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება.

ახალ მოფრენის ტერმინალში საოპერაციო მზაობისა და შერწყმის პროცესის ფარგლებში, დღეს "ჯორჯიან ეარვეისმა" პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელავივიდან შეასრულა.