Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მილორავა "ყაზტრანსგაზზე": მეთოდოლოგია დავალიანებების ტარიფში ასახვას არ ითვალისწინებს

596da69ee589c
დავით ჯალაღონია
18.07.17 10:09
842
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, "დავალიანებები, რომელიც შესაძლოა, არასწორი მენეჯმენტის შედეგად წარმოიშვა, მომხმარებლის გადასახდელი არ უნდა გახდეს“. ამის შესახებ მილორავამ ჟურნალისტებს სახელმწიფოს წინაშე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დავალიანებების შესახებ საუბრისას განუცხადა.

"ჩვენ ვიცით, რა ხარჯები უნდა ავსახოთ ტარიფში. ეს არის საოპერაციო დანახარჯები, რემონტები, ხელფასები, ავარიული მარაგები, კაპიტალური დანახარჯები და ა.შ. ამ ხარჯების ფორმატში კომპანია უნდა მოემსახუროს მის ვალებს. ამის ზემოთ არცერთი ხარჯი ტარიფში არ მოხვდება", - განაცხადა მილორავამ.

შეგახსენებთ, რომ რომ ხვალ, საჯარო სხდომაზე სემეკი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისათვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისათვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე იმსჯელებს.