Home
Category
TV Live Menu
Loading data...

AIR Cairo სომხეთიდან ეგვიპტეში რეგულარულ ფრენებს იწყებს - "აქამდე სომხები ეგვიპტეში ძირითადად საქართველოს გავლით მიდიოდნენ"

59159568b86e4
BM.GE
12.05.17 18:30
751
ეგვიპტური ავიაკომპანია AIR Cairo სომხეთიდან ეგვიპტის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. როგორც სომხური მედია იტყობინება, რეისები შესრულდება ხურჰადისა და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით.

AIR CAIRO-ს ოფიციალური წარმომადგენლობა სომხეთში აცხადებს, რომ აქამდე სომხები ეგვიპტეში ძირითადად საქართველოს გავლით მიმდიოდნენ, რამდენადაც არ სრულდებოდა რეგულარული ფრენები და ინიშნებოდა ჩარტერული რეისები წლის სხვადასხვა მონაკვეთში.

"სამი წელია რეისებს საქართველოდან ვასრულებთ და როგორ ჩვენმა მარკეტინგულმა კვლევებმა აჩვენა, ტურისტების უდიდეს ნაწილს სომხები წარმოადგენენ. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, დაგვენიშნა პირდაპირი ავიარეისები სომხეთიდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების ზრდასაც",- აცხადებს ეგვიპტური კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი.

პირველ ეტაპზე კომპანია აპირებს რეისები კვირაში ორჯერ შეასრულოს, მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში კი სიხშირე გაზარდოს. ფრენები 22 ივნისიდან დაიწყება.

როგორც სომხური მედია აღნიშნავს, ადრე, როდესაც AIR CAIRO ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა, ბილეთის ფასი ტურისტული პაკეტის გარეშე 450 დოლარს შეადგენდა, რეგულარული მიმოსვლის დაწყების შემდეგ კი კომპანია სომეხ მომხარებელს ამავე ფასში ტურისტულ პაკეტსაც სთავაზობს.