Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1,2 მლრდ გზების მშენებლობისთვის - მონაკვეთები, რომლის რეკონსტრუქცია 2018 წელს იგეგმება

59d2363949553
BM.GE
02.10.17 16:50
920
2018 წლის ბიუჯეტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 830.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 572.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 283.2 მლნ ლარი, მათ შორის განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია: 

- თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) - 250.0 მლნ ლარი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი;
- სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა - 150.0 მლნ ლარი;
- ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70.0 მლნ ლარი;
- ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 45.0 მლნ ლარი;
- ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი;
- ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია
- 30.0 მლნ ლარი; - აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) – 20.0 მლნ ლარი;
- ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი;
- სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20.0 მლნ ლარი;
- სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60.0 მლნ ლარი;
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა
- 53.0 მლნ ლარი; - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი;
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25.0 მლნ ლარი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი;
- მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი;