Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ავტომობილების ტოპ-10 ექსპორტიორი ქვეყანა

5965eaa068957
BM.GE
12.07.17 13:22
891
გასულ წელს მსოფლიო ექსპორტში პირველი ადგილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა დაიკავა. ექსპორტზე 698 მილიარდი დოლარის ავტომობილი გავიდა და ამ მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა ნავთობის მსოფლიო ექსპორტი, რომელიც ტრადიციულად პირველ ადგილს იკავებდა. 2015 წელთან შედარებით, 2016-ში ავტომობილების ექსპორტის ღირებულება 2.7%-ით გაიზარდა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში პირველ ადგილზე გერმანიაა 152 მილიარდი დოლარის ექსპორტით, რომელსაც მსოფლიო ექსპორტის 22% უჭირავს. მეორე ადგილზე იაპონიაა 92 მილიარდი დოლარით და მსოლფიო ბაზრის 13.2%-იანი წილით. მესამეზე აშშ-ია 54 მილიარდი დოლარით.

მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანა ავტომობილების ექსპორტით, 2016 წელის მიხედვით ასე გამოიყურება:

გერმანია - 152 მილიარდი დოლარი
იაპონია - 92 მილიარდი დოლარი
აშშ - 54 მილიარდი დოლარი
კანადა - 49 მილიარდი დოლარი
გაერთიანებული სამეფო - 41 მილიარდი დოლარი
სამხრეთ კორეა - 38 მილიარდი დოლარი
ესპანეთი - 36 მილიარდი დოლარი
მექსიკა - 31 მილიარდი დოლარი
ბელგია - 30 მილიარდი დოლარი
ჩეხეთი - 19 მილიარდი დოლარი