Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქალი კანდიდატების რაოდენობა არჩევნებში

59eb2dbb649f3
სალომე მეცხვარიშვილი
21.10.17 15:20
1235
მერობის 369 კანდიდატიდან 47 ქალია. ეს ნიშნავს, რომ სრულად ცესკოში დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის ქალების რაოდენობა დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

პარტიებიდან ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი საარჩევნო ბლოკ "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს" ჰყავს. პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის 9 ქალია.

7-7 კანდიდატი ჰყავთ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს". შემდეგ მოდის "ლეიბორისტული პარტია"“ 4 კანდიდატით. 3-3 ქალი კანდიდატი ჰყავთ „ტრადიციონალისტებს", "სახალხო-ხალხის ერთსულოვნება", "საქართველოს“.

მმართველი პარტია მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატით შემოიფარგლება, თითო კანდიდატი ჰყავთ "ქრისტიან-დემოკრატიულ" მოძრაობას, "შენების მოძრაობას" და "რესპუბლიკურ პარტიას“.

ყველაზე მეტი ქალი მერობის კანდიდატი ქუთაისშია. აქ 5 ქალი კანდიდატია დარეგისტრირებული.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

წარმოგიდგენთ ქალ კანდიდატებს:

თბილისი

• საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ელენე ხოშტარია
• „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ირმა ინაშვილი

ქუთაისი

• საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ნინო იმედაშვილი
• „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ქეთო დევსურაშვილი
• „ტრადიციონალისტები” მზია მამულაშვილი
• „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” ნანი წკრიალაშვილი
• საარჩევნო ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება” ანნა კეკენაძე

ფოთი

• საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაკა ჯინჯოლია
• „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მაია ჩხარტიშვილი
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” ინგა ჭანტურია

ბათუმი

• საარჩევნო ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება” ნათია ბუაძე

გურჯაანი

• „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” შორენა ძამუკაშვილი
• „საქართველო” მთვარისა ბუიღლიშვილი
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” დარეჯანი მაჭავარიანი

სიღნაღი

• საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნონა ნინიაშვილი

ყვარელი

• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” თამარა ჰოვსეპიან

თელავი

• საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ლელა მენთეშაშვილი
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” თამარი ლამაზოშვილი
ახმეტა
• „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” თინათინი მოზაიძე

თიანეთი

• „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ლელა ქიტესაშვილი

გარდაბანი

• „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მარინე პირველი 21 გარდაბანი
• „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ნინო მეტრეველი

მარნეული

• „საქართველო” ლიანა მესტვირიშვილი- ბეჟანიშვილი
• „შენების მოძრაობა” ლეილა მამედოვა

თეთრიწყარო

• საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თამარი დალაქიშვილი

მცხეთა

• საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სევდია უგრეხელიძე
• „ტრადიციონალისტები” ხათუნა ფართლაძე
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” თათია ჭკუასელ

კასპი

• „რესპუბლიკური პარტია” ნათია ბახტაძე

გორი

• „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” თამარ ზურაბაშვილი
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” სოფიკო აფრიაშვილი
• აარჩევნო ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება” ნანა ხიზანიშვილი

ხაშური

• საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ნატო კიკაძე

ამბროლაური

• საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” მაია კაციტაძე
• „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ნუნუ ხუციშვილი
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” მეგი კობახიძე

ცაგერი

• საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნინო ტვილდიანი
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” გულნარა სარალიძე

საჩხერე

• საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ირინე გრძელიშვილი

ზესტაფონი

• „საქართველო” ფოტინე ბუიღლიშვილი
• საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” მერი ჩაჩანიძე

ბაღდათი

• „ტრადიციონალისტები” რუსუდან ჟვანია

ხონი

• საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნაზიბროლა გეგია

ლანჩხუთი

• „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ლელა ჩახვაძე

ჩოხატაური

• საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ლია ჩიგოგიძე
• დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მაია კუტუბიძე

ზუგდიდი

• საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ლელა ქებურია