22.Jul .2019 14:48

#გადაიღესაქართველოში - ჰოლივუდი საქართველოში ფილმს გადაიღებს

უკან

ტურიზმის ბაზარზე პოზიციონირებისა და ბრენდინგისთვის ქვეყნები აქტიურად მიმართავენ ტელევიზიასა და კინემატოგრაფიას. ფილმის გადაღების საშუალებით, ტურისტული ადგილის პოპულარიცაზიის ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტენდენციაა ტურიზმის მარკეტინგში. ასეთი მიმართულების მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბება განაპირობა იმ უზარმაზარმა ეკონომიკურმა სარგებელმა, რაც შედეგად მოჰყვება ფილმის გამოშვებას ტურისტული აქტივობისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ეს ცოტა ძველი მონაცემებია, თუმცა არც ისე და რიცხვები ასე გამოიყრება. საერთაშორისო ტურიზმის შედარებითი კვლევის ცენტრის (ITCI) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წელს 40 მილიონმა ტურისტმა სამოგზაუროდ აირჩია ის ქვეყანა, რომელიც ფილმის საშუალებით ნახა. მეტიც, ტურისტების 10% აცხადებს, რომ ფილმის ნახვა იყო ერთადერთი ფაქტორი, რამაც მათი მოგზაურობის გადაწყვეტილებაზე იქონია ზეგავლენა.

სწორედ ეკონომიკურმა სარგებელმა უბიძგა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს სერიოზულად მოეკიდონ აღნიშნულ საქმიანობას. შესაბამისად, ტურიზმის მარკეტოლოგების საზრუნავი გახდა, თუ როგორწარ მოაჩინონ კონკრეტული ტურისტული ადგილი ფილმის საშუალებით ისე, რომ ის მოგვიანებით გარდაიქმნას ტურისტულ ჯავშნებად. ამ ფერხულში საქართველო რამდენიმე წელია ჩაერთო და პროგრამით გადაიღე საქართველოში კინოგადამღებ ჯგუფებს ჩვენებური ქალაქები ე.წ ქეშბექ სისტემის გამოყენებით შესთავაზა.

რამდენიმე წლიანი მუშაობის და რამდენიმე ათეული ბოლივუდური ფილმის შემდეგ პირველადი მიზანი მიღწეულია. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება. ამასთან დაკავშირებით პრემიერის ხელმოწერილი ბრძანებაც არსებობს და მთავრობის მეთაურის განკარგულებით საქართველოში ფილმის გადასაღებად მაქსიმუმ 31.358 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ამბობენ ეს ფილმი „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილი უნდა იყოსო, რომლის ტელეეკრანებზე გამოჩენაც 2020 წელს არის დაგეგმილი. სტუმარი: მიხეილ ხიდურელი -ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი

მსგავსი სიახლეები

See all the news

ყველა სიახლე