Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თემურ ჭყონია: ქობულეთში მაღალი დონის 50 სასტუმრო უნდა იყოს

59e5bc7adfdf4
სალომე მეცხვარიშვილი
18.10.17 11:24
1260
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქობულეთში უნდა იყოს მაღალი დონის 50 სასტუმრო.

თემურ ჭყონია "საქმის კურსთან" ამბობს, რომ რაც მეტი სასტუმრო იქნება ქობულეთში, კურორტი უფრო მეტ ადამიანს მოემსახურება. ბიზნესმენი დადებითად უყურებს ქობულეთში დაანონსებული 200-მილიონიანი სასტუმროს მშენებლობას და აღნიშნავს, რომ ეს კონკურენცია არ არის.

"რატომ არ ვითარდება ქობულეთი ისე სწრაფად როგორც მე მსურს? ზუსტად ამის უკმარისობაა. ანტალიაში 25 წლის უკან 3-4 სასტუმრო იყო, ახლა არის 500 და ყველა არის დატვირთული. კონკურენციის ჩვენ არ გვეშინია. პირიქით. რაც მეტი სასტუმრო იქნება, სტუმარიც მეტი იქნება. ქობულეთში უნდა იყოს ასეთ დონის სასტუმრო 50",- აცხადებს თემურ ჭყონია.

ქობულეთში 200-მილიონიანი სასტუმრო 2021 წელს გაიხსნება. 220 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ხელშეკრულებით მისი დასრულების ვალდებულება კომპანია "კრისტალ ბილდინგს" 42 თვეში აქვს.