Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩვენი ბოლო პერიოდის ინიციატივები გადახრილია იქითკენ, რომ ვალი ევროში ავიღოთ"

59662df66ca90
თელარა გელანტია
12.07.17 18:09
688
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობა ცდილობს, საგარეო ვალის პორტფელი უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახადოს.

როგორც "საქმის კურსს" გაგუამ განუცხადა, ვალის მართვის ახალ სტრატეგიაში, რომელიც სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის გასაჯაროვდება, აღნიშნული მიდგომაც იქნება გათვალისწინებული.

"ვცდილობთ, საგარეო ვალის პორტფელი უფრო მეტად დივერსიფიცირებული გავხადოთ ანუ სესხები ერთ რომელიმე ვალუტაში არ იყოს დენომინირებული. აქ რეალურად გვაქვს ორი არჩევანი - ჩვენი ბოლო პერიოდის ინიციატივები გადახრილია იქითკენ, რომ ევროს ვალი იქნეს აღებული. რატომ? პირველი - ევრო ზოგადად უფრო ნაკლებად მერყეობს ლართან მიმართებაში, ვიდრე - დოლარი და გარდა ამისა, მომავალ პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ სავაჭრო ურთიერთობების დაახლოება იქნება ევროპასთან, ეს ჩვენს ეკონომიკურ ციკლებსაც უფრო მეტად დაახლოვებს, რაც გარკვეულ რისკებს შეამცირებს თუ უფრო მეტად სესხი იქნება დენომინირებული ევროში. ჩვენ რეალურად ამ მიმართულებით მივდივართ და ბოლო პერიოდში არაევროპული ინსტიტუტებისგანაც, მათ შორის აზიის განვითარების ბანკისგან, მსოფლიო ბანკისგან, ევროში დენომინირებული სესხები ავიღეთ", - განაცხადა გაგუამ.