Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები

59ec490f81595
BM.GE
22.10.17 16:00
1100
მსოფლიოში ქალაქად მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხი უსაფრთხოებაა. Economist Intelligence Unit-ის კვლევის შედეგებით, მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები გამოვლინდა. ანგარიში ოთხი ძირითადი კრიტერიუმით არის შედგენილი, ესენია: ციფრული უსაფრთხოება, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და პირადი უსაფრთხოება. ანალიტიკოსებმა 49 მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოს 60 ქალაქი გააანალიზეს.

აღნიშნული კატეგორიების უმეტესობაში პირველობა ტოკიომ დაიმსახურა, განსაკუთრებით ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბევრ ქალაქში უსაფრთხოების დონე შემცირებულია, მაგალითად, ნიუ-იორკში.

ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების კატეგორიაში ლიდერ პოზიციებს ესპანური ქალაქები ბარსელონა და მადრიდი იკავებენ. კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კიბერუსაფრთხოების კატეგორიაში ყველაზე განვითარებული ქალაქები ჩიკაგო, სან-ფრანცისკო და ნიუ-იორკია, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოთა საერთო ჩამონათვალში ისინი შესული არ არიან.

Economist Intelligence Unit-ის კვლევის მიხედვით, 2017 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სია ასეთია:

1.ტოკიო - 89.80 ქულა
2.სინგაპური - 89.64
3.ოსაკა - 88.87
4.ტორონტო - 87.36
5.მელბურნი - 87.30
6.ამსტერდამი - 87.26
7.სიდნეი - 86.74
8.სტოკჰოლმი - 86.72
9.ჰონგ-კონგი - 86.22
10.ციურიხი - 85.20
11.ფრანკფურტი - 84.86
12.მადრიდი - 83.88
13.ბარსელონა - 83.71
14.სეული - 83.61
15.სან-ფრანცისკო - 83.55