Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარ-თებერვალში რუსეთში ექსპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა

58cf92bad8c58
BM.GE
20.03.17 12:25
1124
2017 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში ექსპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში 22 მილიონ 866 ათასი დოლარის საექსპორტო საქონელი გავიდა, მიმდინარე წელს კი 58 მილიონ 891 ათასი დოლარის საქონელი. შედეგად, რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის საექსპორტო წილი მთლიან მოცულოვაში გაორმაგდა და 8%-ის ნაცვლად 16% შეადგინა.

რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციიდან პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორეზე კი ღვინოები.



გაზრდილია რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაც. პირველი ადგილი იმპორტში ნავთობის აირები და აირისებრ ნახშირწყალბადებს უჭირავს.