Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არასაბანკო ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმართებით გვინდა ის ფუნქციები გვქონდეს, რაც დღეს არ გვაქვს"

5925448409036
ელენე გოგბერაშვილი
24.05.17 12:27
817
"არასაბანკო ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმართებით გვინდა ის ფუნქციები გვქონდეს, რაც დღეს არ გვაქვს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ "საქმის კურსის" მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

საბანკო სექტორის შემდეგ მინიმალური საწესდებო კაპიტალის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებსაც მოუწევთ. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს ეროვნული ბანკი ამზადებს. მიკროსაფინანსო და სხვა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებისთვის დღეს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზღვარი 250 ათასი ლარია, კანონპროექტის მიხედვით კი ეს ზღვარი მომავალი წლიდან ნახევარ მილიონ ლარამდე, 2019 წლიდან კი 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ცვლილებებზე არ უსაუბრია, თუმცა როგორც "საქმის კურსთან" ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, მათ სურთ დაგეგმილი ცვლილებებით არასაბანკო ორგანიზაციებში დღეს არსებული სიტუაცია გამოსწორდეს.

"ჩვენ მომზადებული გვაქვს პაკეტი, რომელიც ცოტა ხანში უკვე შევა პარლამენტში. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ვფიქრობთ დღესდღეობით არსებული სიტუაცია არასანბანკო საფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გაუმჯობესებას მოითხოვს. საჭიროა, რომ უფრო კარგი წარმოდგენა გვქონდეს რა ხდება ამ ორგანიზაციებში. ჩვენ გვინდა ის ფუნქციები გვქონდეს, რაც დღეს არ გვაქვს არსაბანკო ფინანსურ ორაგანიზაციებთან დაკავშირებით", - განუცხადა სებ-ის პრეზიდენტმა "საქმის კურსს".