Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამინისტრო: 2018 წლის ბიუჯეტი სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას

59d2464b2a0fb
BM.GE
02.10.17 17:56
1049
„სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, ერთი მხრივ, გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს - ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, განსახილველად საქართველოს პარლამენტში შევიდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და დასახულ გეგმებს, რომლის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. მისი თქმით, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

"საქართველოს მთავრობა თანამიმდევრულად განაგრძობს იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას წარუდგინა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, „ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის მატებისთვის, აუცილებელია საზოგადოებას, ბიზნესს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა - რომ მთავრობა ურყევი და თანამიმდევრულია იმ გადაწყვეტილებებში, რაც მიღებულია საშუალოვადიან პერსპექტივაში“.