Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები

59cfa6a8316d0
BM.GE
30.09.17 18:25
902
ბრიტანულმა ვებ-გვერდმა Clinic Compare, რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებს ერთმანეთს ადარებს, სხვადასხვა სახის დიდძალ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს სისტემატურად და მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვებსა და კვლევებს ატარებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანმრთელობისთვის საშიში ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქვეყნებში გაზომილია მონაცემები ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების მიმართულებით, ასევე სიმსუქნის მაჩვენებელი. 

კომპანიამ მსოფლიოს 179 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა. 
მსოფლიოს ყველაზე არაჯანსაღი ქვეყნების რეიტინგის ათეული ასეთია:

1.ჩეხეთი
2.რუსეთი
3.სლოვენია
4.ბელარუსი
5.სლოვაკეთი
6.უნგრეთი
7.ხორვატია
8.პოლონეთი
9.ლუქსემბურგი
10.ამერიკის შეერთებული შტატები და ლიტვა

აღნიშნული რეიტინგი ასე გრძელდება: ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, კანადა, ლიბანი. ავსტრალია, საბერძნეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი და ოცეულს უკრაინა ხურავს.