Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Google-ს მილიარდი ევროს ჯარიმა ემუქრება

59467c6899bfa
BM.GE
18.06.17 17:11
884
Google-ს მილიარდი ევროს ჯარიმა ემუქრება. კომპანიის დაჯარიმება რეკორდული ოდენობის თანხით საძიებო სისტემის ბაზარზე დომინირების ბოროტად გამოყენებისთვის ევროკომისიას სურს, - ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს Financial Times.

ევროკავშირი Google-ს ბაზარზე მონოპოლიაში დებს ბრალს და მისივე შოპინგ-სერვისისთვის პრივილეგიების მინიჭებაში ადანაშაულებს, რაც ბაზარზე არსებულ სხვა კონკურენტ სერვისებს არათანაბარ მდგომარეობაში აგდებდა. ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ორგანო თავის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გააჭღერებს.

Google-ს ასევე აეკრძალება ძიების შედეგებით თავის სასარგებლოდ მანიპულირება, რაც კონკურენტებს დიდ ზიანს აყენებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა Google Shopping 2002 წელს გაეშვა. 

ჯერჯერობით, ევროკომისიაც და Google-იც კომენტარისგან თავს იკავებენ.

ჯარიმა ანტიმონოპოლიური დარღვევების ისტორიაში ყველაზე მსხვილი იქნება.