Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-ის პრეზიდენტის პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით

59d4f41438619
BM.GE
04.10.17 19:20
732
ეროვნული ბანკი ინფლაციის დონის შემცირებას დეკემბრიდან ელოდება. ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2018 წლიდან ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში არის 3%.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ წელს ინფლაცია იქნებოდა მიზნობრივზე მაღალი გარკვეული მიზეზების გამო და ისიც, რომ წლის ბოლომდე შენარჩუნდებოდა დაახლოებით 6%-ის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო დაბალი იქნება დეკემბრის თვეში სხვა თანაბარ პირობებში, ხოლო 2018 წლიდან დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში არის 3%.

კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი 3%, არასდროს ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ნულიდან 3%-მდე. ეს არ არის ინფლაციის ზღვარი. ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომლის მისაღწევად ეროვნული ბანკი გადადგამს ნაბიჯებს და მიიღებს ზომებს და ის შესაძლებელია, იყოს გარკვეულწილად 3%-ზე ზემოთ, ან ქვემოთ. მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის უნდა იყოს მიზნობრივთან ახლოს“, - ამბობს გვენეტაძე.