Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Chambers and Partners-მა ეფრემ ურუმაშვილი საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ დაასახელა

58d0d6d1b54b1
BM.GE
21.03.17 11:00
1018
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Chambers and Partners იურისტი ეფრემ ურუმაშვილი საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ დაასახელა. იურიდიული ფირმების ყოველწლიურ შეფასებაში ეფრემ ურუმაშვილის კომპანია Nodia, Urumashvili and Partners Ltd შეფასების მესამე დონეზე მოხვდა, თუმცა, კომპანიამ იურისტი დამოუკიდებლადაც შეაფასა.

"ეფრემ ურუმაშვილი განსაკუთრებულად რეკომენდენდებულია მისი ცოდნის გამო საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით, ის არის "ძალიან მოქნილი" და აღსანიშნავია მისი უნარი, მივიდეს საბოლოო შედეგამდე. ის ასევე აქტიურია საგადასახადო დავების მიმართულებით“,- აღნიშნავს სარეიტინგო კომპანია.

როგორც ეფრემ ურუმაშვილი "საქმის კურსთან" განმარტავს, ცალკეული იურისტების შეფასება სარეიტინგო კომპანიის მხრიდან იშვიათად ხდება, სწორედ ამიტომ Chambers and Partners-ის შეფასება მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

კომპანია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები 2005 წელს შეიქმნა. კომპანიის კლიენტებს მიეკუთვნებიან ინდუსტრიული და კომერციული კომპანიები, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, აგრეთვე, ფიზიკური პირები.