Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გერმანიაში წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილებისთვის 400 გასამართი სადგური განთავსდება

592565367543c
BM.GE
24.05.17 14:47
1243
გერმანიაში კიდევ ერთი წყალბადის გასამართი სადგური გაიხსნა. ეს ქვეყანაში რიგით მეხუთე სადგურია, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

სადგურს დღეში 40-მდე ელექტრო-ავტომობილის მომარაგება შეუძლია საწვავით, რისთვისაც მას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, მძღოლს კი 500 კილომეტრის გავლა შეეძლება.

სუფთა ენერგიის პროექტის ფარგლებში, გერმანიაში 2023 წლამდე, 400 მსგავსი სადგურის გახსნა იგეგმება. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილებისთვის გასამართი სადგური კომპანია Air Liquide-მა დააპროექტა, რომელსაც წლის ბოლომდე მსოფლიოში 100 მსგავსი სადგური ექნება დაინსტალირებული.