Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასულ წელს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემოსავლები 15%-ით გაიზარდა

598957d780b46
BM.GE
08.08.17 10:15
629
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და მისი შვილობილი კომპანიების შემოსავლები გასულ წელს 15%-ით გაიზარდა, 104.3 მილიონი ლარიდან (2016 წ.) 120.2 მილიონ ლარამდე, რაც ძირითადად გამოწვეულია გადაცემიდან მიღებული შემოსავლების ზრდით.

წლის ბოლოსთვის, კომპანიის ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 25.3 მი-ლიონ ლარს შეადგენდა.

2016 წელს გადაცემა დისპეტჩერიზაციის სისტემის განახლება/რეაბილიტაციისთვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 161.0 მილიონი ლარი, საიდანაც 13,6 მილიონი ლარი დაიხარჯა ჯგუფის საკუთარი სახსრებიდან.

„ 2013-2014 წლებში 2012 წელთან შედარებით კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის“ სამშენებლო ფაზის დასრულებითა და მასთან დაკავშირებული მსხვილი გადახდებით, დახარჯების დონემ კვლავ დაიწყო მატება სასესხო ფონდების ათვისების წყალობით. აღნიშნული სასესხო ფონდები გამოყოფილია ახალი მაღალბიუჯეტიანი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში.

მომავალ წლებში მოსალოდნელია კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. გენერაციის თანმიმდევრულმა ზრდამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოიწვია ელექტროენერგიის იმპორტის მკვეთრი შემცირება და ექსპორტის შესაბამისი ზრდა 2005 წლიდან. 2016 წლის მდგომარეობით ელ. ენერგიის გამომუშავება აღემატებოდა ელ. ენერგიის ჯამურ მოხმარებას», - განმარტავენ სსე-ში.

ამასთან, წლიური მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაიზარდა 1,1-ჯერ და შეადგინა 73,6 მლნ ლარი.