Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა

59acfcfc45c80
BM.GE
04.09.17 11:12
856
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,9%-ით გაიზარდა და 16,6 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 8,9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 18,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

2017 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 42,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 22,6% - საშუალო, ხოლო 34,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,5%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,9%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში 11,7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 7.1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,7 %-ით მეტი). 2017 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631,3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,5% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,0% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 598,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6,0%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 1996,6 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 %-ით მეტი)