Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზუგდიდში 5000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება

5700cea90f36b
BM.GE
03.04.16 12:01
1683
ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება. სტადიონის მშენებლობას სრულად, "ქართუ ჯგუფი" დააფინანსებს. როგორც ზუგდიდის ვიცე-მერმა, გია გულორდავამ, "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, შესაბამისი ტერიტორია უკვე შერჩეულია. ასევე მისივე თქმით, ქალაქში იგეგმება 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსებაც, რომლის მშენებლობასაც კომპანია "დაგი“ განახორციელებს. სასტუმრო დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსდება.
 
მიმდინარე თვეში ზუგდიდში ბასეინის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამცხადდება, რომლისთვისაც ცენტრალურმა მთავრობამ 4,5 მილიონი გამოყო.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა უკვე დაწყებულია.