Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ზამთრის საკურორტო ზონებში ავიარეისებს ავსტრიული "Wucher Helikopter Gmbh" შეასრულებს

56a628b10ff8f
BM.GE
25.01.16 17:50
1359
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავსტრიული კომპანიის "Wucher Helikopter Gmbh" განაცხადი და კომპანიას მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ზამთრის საკურორტო ზონებში, ფრენის ნებართვა მიანიჭა. ანალოგიურ ფრენებს კომპანია 2013-2015 წლებშიც ახორციელებდა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ოპერირების განმავლობაში "Wucher Helikopter Gmbh" ძირითადად ორიენტირებული იქნება მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებაზე, კერძოდ, კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ე.წ. "Heli-skiing" ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ფრენები AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ავიაკომპანიის ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.