Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში

56ea8ffe84916
BM.GE
17.03.16 15:04
1422
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალი საფინანსო სექტორშია, ყველაზე დაბალი კი განათლებაში.
 
საფინანსო სექტორში დასაქმებული ადამიანის საშუალო ანაზღაურება გასული წლის მეოთხე კვარტალში 1548 ლარს შეადგენდა, განათლების სფეროში კი 541 ლარს. საქსტატის ინფორმაციით, მაღალანაზღაურებად სფერობში შედის სამთომოპოვებითი მრეწველობა და ტრანსორტისა და კავშირგაბმულობის სფერო სადაც საშუალო თვიური ხელფასი 1283 ლარს შეადგენს. 1170 ლარით განისაზღვრა, ელექტროენერგიის აირისა და განაწილების სფეროში მომუშავეთა ანაზღაურება.

საქსტატის ინფორმაციით, 1450 ლარით არის განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული პირების ხელფასი.

648 ლარით განისაზღვრა სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება. 691 ლარს შეადგენს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ დახმარების სფეროში მომუშავე პირთა საშუალო ანაზღაურება 882 ლარით არის განსაზღვრული.

საქართველოში დაქირავებულ ქალისა და კაცის საშუალო ანაზღაურება ერთმანეთისგან თითქმის ყველა სფეროში განსხვავდება. მაგალითად ქალებისთვის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური სახელმწიფო მმართველობაა და ის 1410 ლარს შეადგენს. 1215 ლარით განისაზღვრა ქალების საშუალო ხელფასი საფინანსო სფეროში, მაშინ როდესაც კაცებისთვის აღნიშნული თანხა 2060 ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალის საშუალო ანაზღაურება 790 ლარს შეადგენს, მამაკაცის კი 1124 ლარს.

საქარველოში დაქირავებით დასაქმებული ქალის საშუალო ხელფასი 759 ლარია, კაცის კი 1226 ლარი.