Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ანალიტიკა: საქართველო, როგორც ფინანსური ჰაბი - ზურაბ ლალაზაშვილი

BM.GE
03.06.22 12:38
282
საქართველოს მთავრობას ქვეყანაში “ტრასტების” მოზიდვა სურს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში არის საუბარი. მთავრობამ ამ მიზნის მისაღწევად გასული წლის ბოლოს საკონსულტაციო კომპანიები Rothschild & Co და Kaiser Partners-ი დაიქირავა, რომელთა მიერ მომზადებული სტრატეგიითაც ხელისუფლება უცხოური ტრასტების ნდობის მოპოვებას შეეცდება. 

თავად ტრასტები, ძირითადად, აქტივების მართვისთვის იქმნება და მათი მასპინძლობის წამყვან იურისდიქციებს ე.წ. “საგადასახადო სამოთხეები” წარმოადგენენ. ტრასტი ქართული კანონმდებლობით განიმარტება როგორც “ნდობითი ფუნქცია”. მაღალი ალბათობით, ტრასტების მოზიდვას ჯერ საკანონმდებლო ცვლილება და ამ მხრივ, აქტიური მარკეტინგი დასჭირდება. 

ტრასტების მოზიდვის გარდა, მთავრობას საქართველოში “ფინანსური ჰაბის” ჩამოყალიბებაც სურს, რაზეც ასევე Rothschild & Co მუშაობს. 

“აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტრასტების ინსტრუმენტის დანერგვაზე და ფინანსური ზონის განვითარებისათვის, ფინანსური ბაზრების იმ სეგმენტების განსაზღვრაზე, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, ხელი შეუწყონ საქართველოში რეგიონული ჰაბის განვითარებას. 

საამისოდ მთავრობის მიერ დაქირავებულ იქნა Rothschild & Co და Kaiser Partners-ი, რომლებთან ერთადაც ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და მომზადებულია შუალედური გზამკვლევი (Interim Roadmap). ფინანსური ცენტრის განვითარების ფარგლებში, აგრეთვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაწეული სამუშაოსა და ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის სხვა საჭირო საკითხებს განიხილავს. Rothschild & Co და Kaiser Partner-თან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული გზამკლევი (Strategic Roadmap), რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის შემდგომი იმპლემენტაციის ნაბიჯების განსაზღვრას", - წერს საქართველოს მთავრობა.

სტუმარი: ზურაბ ლალაზაშვილი - BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი;