Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყვარელში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა

56b5b31ca0ca9
BM.GE
06.02.16 12:44
1277
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა. შესრულებული სამუშაოები კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგა და დახურვის სამუშაოები ჩაატარა. პოლიგონის ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამზიდი სადგური. მოხდა არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვა. მოეწყო სამეურნეო ზონა. ასევე, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე. მოხდა ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება.

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნარჩენების გადამზიდი სპეც-მანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ყვარელის გადამზიდი სადგურიდან თელავის ნაგავსაყრელზე.

პროექტის ღირებულებამ 445 220 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.