Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყაზახური ვალუტა ინტორიულ მინიმუმამდე დაეცა

566ecfde0e02e
BM.GE
14.12.15 18:15
2329
ყაზახური ეროვნული ვალუტის, ტენგეს კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 329,67 ტენგე გახდა. ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით, 10,55 ტენგეთი მაღალია. ვალუტამ გაუფასურება განიცადა ევროსთან მიმართებითაც.

Rbc.ru-ს ინფორმაციით, ისტორიის მანძილზე ტენგე ყველაზე მეტად გაუფასურდა, 1993 წლის შემდეგ. ტენგეს სწრაფ გაუფასურებას ექსპერტები ყაზახეთის ეკონომიკის გაუარესებას უკავშირებენ, რის გამოც დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია.

მიმდინარე წლის თებერვალში, ყაზახურმა ეროვნულმა ვალუტამ 20 პროცენტიანი დევალვაცია განიცადა, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა კურსი 185 პუნქტზე დააფიქსირა.