Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ყაზახეთი ბათუმის ნავთობტერმინალიდან გადის

56698153e925a
BM.GE
10.12.15 17:35
1433
"ყაზტრანსგაზოილი" ბათუმის ნავთობტერმინალს და ასევე სხვა არაპროფილურ აქტივებს, მათ შორის Rompetrol-ის აქციებს ჰყიდის. ინფორმაციას „ყაზგაზოილი“ თავის საიტზე ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზახეთის სახელმწიფო ფონდის, "სამრუკ-ყაზინას" ხელმძღვანელმა უმირზაკ შუკეევმა სამშაბათს ყაზახეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის ტერმინალის პრივატიზაცია იგეგმება. შუკეევმა განმარტა, რომ "ყაზტრანსგაზოილის" და "ყაზტრანსგაზის" ყველა არაპროფილური აქტივი გაიყიდება და ასევე მოხდება მილსადენების ტრანსპორტის გაერთიანება. ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი Batumi Industrial Holdings Limited-ია.

"ყაზმუნაიგაზის" შვილობილმა, "ყაზტრანსგაზოილმა", Batumi Industrial Holdings Limited-ის (BIHL) აქციათა 100% ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა. BIHL-ი ასევე ფლობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 49 წლით მართვის ექსკლუზიურ უფლებას. "სამრუკ ყაზინას" ხელმძღვანელმა ასევე Rompetrol-ის მფლობელი კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზაცია დააანონსა.