18 წლის ქართველი სტუდენტის პროექტი სახელწოდებით, MotionX ამერიკის ინოვაციების კონკურსის ფინალისტი გახდა.
ნიკოლოზ გაჩეჩილაძე კონკურსის Global Innovation through Science and Technology ერთადერთი ქართველი ფინალისტია. კონკურსის ფინალში მოსახვედრად ხმის მიცემა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგები კი დღეს გახდა ცნობილი.
ფინალისტები კალიფორნიაში, Global Entrepreneurship სამიტზე გაემგზავრებიან სადაც საშუალება ექნებათ მენტორების და ტრენინგების დახმარებით იდეა განავითარონ, შემდგომ კი წარადგინონ აუდიტორიის (კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების) წინაშე დაფინანსების მოსაპოვების მიზნით.
ინოვაციურ კონკურსში, 18 წლის ქართველი სტუდენტის იდეის მხარდასაჭერად, ხმის მიცემა იწყება
ინოვაციურ კონკურსში, 18 წლის ქართველი სტუდენტის იდეის მხარდასაჭერად, ხმის მიცემა იწყება