Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ხადაზმულობის დროს თავის სარჩენად ბანკში ფულს გამოკითხულთა 4% აგროვებს

570b58c876348
BM.GE
11.04.16 11:55
1375
გამოკითხულთა 49 პროცენტი ხანდაზმულობის დროს თავის სარჩენად სახელმწიფოს დანიშნულ პენსიას დაეყრდნობა. NDI-ს კვლევის კითხვაზე, ამჟამად რას აკეთებთ ან რას აპირებთ, რომ გააკეთოთ ხანდაზმულობის დროს თავის სარჩენად, გამოკითხულთა 31 პროცენტი ამბობს, რომ ეყრდნობა ან გეგმავს რომ დაეყრდნოს დახმარებას შვილების მხრიდან. გამოკითხულთა 15 პროცენტი ამბობს, რომ გეგმავს, რომ იმუშავოს ან უკვე მუშაობს. გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი აცხადებს, რომ გააკეთა ან აპირებს, რომ გააკეთოს ინვესტიცია. ასევე 5% ამბობს, რომ ხანდაზმულობის დროს თავის სარჩენად გეგმავს იყიდოს ბინა, რომელსაც შემდგომში გააქირავებს, ან გაყიდის.
 
ფულის შეგროვებას, თუმცა არა ბანკში ასახელებს გამოკითხულთა 5%, ხოლო ბანკში ფულის შენახვას გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი ასახელებს. კითხვაზე პასუხი არ ვიცი/არმიფიქრია/არაფერი გამიკეთებია გამოკითხულთა 26%-მა გასცა.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.