Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვის დარჩება პრინცის მილიონები?

571f24ea5e277
BM.GE
26.04.16 11:59
1188
ცნობილ მომღერალ პრინცს შვილები არ ჰყოლია, მისი მშობლები გარდაცვლილები არიან, თავად კი ორჯერ განქორწინდა.

CNNmoney წერს რომ მომღერალი საკმაოდ კარგად იყო გათვითცნობიერებული სამართლებრივ საკითხებში, თუმცა ჰქონდა თუ არა მას ანდერძი დაწერილი, მისმა სპიკერმა არ გაამხილა.

გამოცემა წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მომღერალს ანდერძი არ დაუტოვებია, ქონება მის დას გადაეცემა.

გარდა იმისა, რომ მომღერალმა მილიონობით დოლარი საკუთარი შემოქმედეით იშოვნა, ის რამდენიმე წარმატებულ ბრენდსაც ფლობდა, მათ შორის ხმის ჩამწერ სტუდია Paisley Park-ს. 

მომღერლის ქონება 300 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა გარდაცვალებიდან 3 დღეში აღნიშნული ციფრი მისი ალბომების გაყიდვებთან ერთად გაიზარდა. კერძოდ, გარდაცვალებიდან სამ დღეში მომღერლის 600 000-მდე ალბომის რეალიზება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დის გარდა ცნობილ მომღერას ნახევარ დებიც ჰყავდა.