Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Viber-ი უსაფრთხოების ახალ სისტემას ამატებს

571755b076715
BM.GE
20.04.16 14:10
1179
Viber-მა ჯგუფური და პრივატული ჩათების დაშიფვრის ფუნქცია შემოიღო. ახალი სისტემა Android-ის და iOS-ის პლატფორმებისთვის და ასევე მესინჯერის კომპიუტერის ვერსიისთვის არის ხელმისაწვდომი.კომპანიის განმარტებით, გლობალური დაშიფვრა სერვისის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე კვირაში გახდება. Viber-ი გეგმავს, დაცვის დონის საჩვენებლად სპეციალური აღნიშვნა შემოიღოს, რომლისთვისაც მიმოწერის ფანჯარაში ნაცრისფერი ბოქლომი გაჩნდება.
 
საუბრისას ბოქლომის სხვა ფერით ანთბა განსხვავებული პოზიციონირების მანიშნებელი იქნება. მწვანე ფერის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი მუდმივად კონტროლდება, ხოლო წითელი ფერის ბოქლომი ნიშნავს, რომ კომუნიკაციის არხს „ვიღაც უტევს“. Viber-ის საოპერაციო დირექტორის მიხაილ შმილოვის განცხადებით, კომპანია უსაფრთხოების ყველაზე რთული სისტემის დანერგვას შეეცადა, რაც კომუნიკაციის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას მისცემდათ.